
STEFFI AND 17 RADIATORS
ჯგუფური გამოფენა / ფოტოგრაფია, ვიდეო და ინსტალაცია
კურატორი - შტეფი შონე / მოწვეული პროფესორი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში / ფოტოგრაფიის ფაკულტეტი
გახსნა / 2 თებერვალი / 16:00
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა / ალექსიძის ქ. 1/4
გამოფენა გრძელდება 10 თებერვლამდე
ორშაბათი - პარასკევი 11-17:00, შაბათი - კვირა 11-15:00
მონაწილეობენ:
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან:
სოფო მიმინოშვილი / ფოტოგრაფია, 2. კურსი
ნინუცა შატბერაშვილი / ფოტოგრაფია, 2. კურსი
მარიამ ასლანიშვილი / ფოტოგრაფია, 2. კურსი
სანდრო სულაბერიძე / ფოტოგრაფია, 4. კურსი
გიორგი ნემსიწვერიძე / ანიმაცია, 4. კურსი
თამარ ჩადუნელი / ანიმაცია, 4. კურსი
ანა ჩადუნელი / არქიტექტურა, 4. კურსი
ელისო კირვალიძე / მულტიმედია, 4. კურსი
ნატალია ნებიერიძე (DontheC) / არქიტექტურა, 3. კურსი
დალი დარჯანია (DontheC) / არქიტექტურა, 3. კურსი
ასევე:
გიგა წიქარიშვილი (DontheC) / არქიტექტურის მაგისტრანტი
სტივ ვაინბერგი / დოკუმენტური ფოტოგრაფი
ნინო ახობაძე / ფოტოგრაფი
თაკო ტყებუჩავა / საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლა
ალექსი სოსელია / თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, ფოტოგრაფი
თამარ მუსხელიშვილი / თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, მკვლევარი
შტეფი შონე / არტისტი
—
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოტეკა - ეს არის 70იანი წლების კოლოსი, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე გმირთა მოედნის უკანა მხარეს. აქაურობა მუზეუმს გავს, სადაც დრო შეჩერებულია. ამ გამორჩეულად ღია და ნათელ სივრცეში, 3.5 მილიონზე მეტი წიგნი და 2.5ზე მეტი გაზეთი ინახება, რომლის შინაარსი დაწყებული სამეცნიერო ლიტერატურიდან, დამთავრებული ფიქციით, ყველაფერს მოიცავს. მოიპოვება უძველესი ეგზემპლარები მე-16 საუკუნიდან.
მიმღებში ზის ქალბატონი, რომელიც თითქოს ბიბლიოთეკის ისტორიის ნაწილია. 47 წელია, რაც აქ მუშაობს. მთელი გარემო, ავეჯი, თაროები, გათბობის სისტემაც კი ქმნის იმ აურას, რომელსაც თანამედროვე შენობები ვერ ქმნიან.
აქედან გამოწვეულმა ემოციამ მიმიყვანა იმ იდეამდე, რომ გამეცოცხლებინა ეს სივრცე, რაშიც ჩავრთე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული, დამოუკიდებელი არქიტექტორები და ხელოვანები.
ერთი შეხედვით, აქ არსებულ სივრცეს არ სჭირდება ჩარევა იმისთვის, რომ საინტერესო გახდეს. ყველა დეტალს და ობიექტს თავისი ისტორია აქვს რომელიც გაბრუნებს დროში, როდესაც მობილური ტელეფონი ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო.
რა შეუძლია ხელოვანს შემატოს ასეთ დატვირთულ სივრცეს, ისე რომ ნამუშევარი არ დაოკარგოს, და არც უცხო სხეულად იქცეს?
შტეფი შონე
GeoAIR