

Master Plan

Ground floor 0.00

Plan. Library + 5.05m

Plan. exhibition space -1.45 m
სასადილოს-რესტორნის-საგამოფენო სივრცის ნახაზები
დამკვეთი: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
2012 წლის ოქტომბერი-დეკემბერი
ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა უნივერსტეტების კვლევას და მათ ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ბრენდის „თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ უფრო ახლობლად ქცევას. რესტორანი, ბიბლიოთეკა და საგამოფენო სივრცე იქნება სოციალური ურთიერთობების ცენტრი ახალი ესთეტიკითა და პოლიტიკით. ეს იქნება მრავალმხრივი დიალოგების ახალი პლატფორმა, რომელიც ფესვებით ქართულ გამოცდილებასთანაა დაკავშირებული. რესტორანმა და ბაღმა უნდა ერთმანეთთან დააკავშიროს ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი მომენტები. სტუდენტების მიზანია, ააშენონ რესტორანი განმარტოებულ განზე მდგომ საინტერესო ადგილას - შექმნან გარემო, რომელიც წარმოსახვის სტიმულირებას მოახდენს.
რესტორანი და საგამოფენო დარბაზი არის გახსნილი ადგილი სადაც სტუდენტებთან ერთად მოსახლეობას შეეძლება ბავშვებთან ერთად მოსვლა და გამოფენებით, პოეზიით, ლიტერატურით, ლექციებითა და მუსიკით ტკბობა. საგამოფენო დარბაზი და ბიბლიოთეკა ასევე შეითავსებს რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო დიალოგის რედეფინიციას განუსაზღვრელ ფორმატში.
სასადილო-რესტორანი აქტიურად იქნება ჩართული კოსმოპოლიტიზმის თანამედროვე პროცესებში, რომელიც ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს წარსულ და აწმყო გამოცდილებებთან. საქართველო ხომ მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ბევრი სხვადასხვა იდენტობის დამაკავშირებელი ადგილი.
—
მერგო სიამოვნება, ვყოფილიყავი სემინარის ფარგლებში განხორციელებული პროექტის კოორდინატორი და მასში ჩემი იდეები და ხედვა ჩამერთო. აკადემიის საბჭოსთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს. ახლა გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯს, რომელშიც ჩვენ ყველანი აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ: უნდა მოვიზიდოთ ფინანსური სახსრები. აკადემიის საბჭოსთან და თბილისის სახელმწიფო აკადემიის არქიტექტურის განყოფილების დეკანთან ერთად სტუდენტებსა და მე გვსურს, რომ ამ პროექტს ხორცი შევასხათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნინო ჭოღოშვილს, არქიტექტურის განყოფილების დეკანს, აკადემიის საბჭოს, ირინა პოპიაშვილს და განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებმაც რესტორნის გეგმა და პროექტის პრეზენტაცია დაამუშავეს. პროექტის საბოლოო ამოცანაა მისი განხორციელება.
პროექტის კოორდინატორი
ფრენსის ბელსერი