Quantcast
Channel: _
Viewing all articles
Browse latest Browse all 425

უტა ბექაია. ჩემი გულის რუქა უტა ბექაია-ნიუ იორკში მცხოვრები...

$
0
0








უტა ბექაია. ჩემი გულის რუქა

უტა ბექაია-ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი არტისტი და მოდის დიზაინერია სადაც ის 1998 წლიდან მოღვაწეობს. უტა ბექაია ქმნის „ჩაცმად ხელოვნებას“ და ასევე მუშაობს მულტიმედიის განხრით. მონაწილეობს სხვადასხვა სახის პროექტებში, თუმცა ნამუშევრების შექმნის პროცესის საფუძვლად კოსტუმის ხელოვნებას იყენებს.

Popiashvili Gvaberidze Window Project-ში წარმოდგენილი ინსტალაცია სახელად „ჩემი გულის რუქა“ არის გულის ქანდაკება, რომელიც ცოცხალი ორგანოს სინთეტური მასალებში კოპირების მცდელობაა. ავტორის თქმით, მისი ინსტალაცია ადამიანის გარემოცვისა და ორგანული სამყაროს აღქმის შესახებ კვლევის ნაწილია.

წარმოდგენილ ნამუშევარს რეალისტური გულის სტრუქტურა აქვს, თუმცა შესრულებულია ფუმფულა სათამაშოს მსგავსი მასალით. მძივებით და სხვა შერეული ტექნიკით, რაც ხელოვანის მიერ თავისი შემოქმედების შესახებ გამოხატულ პოზიციას ხაზს უსმვამს: „ჩემს ხელოვნებაში, კვლავ ვაფიქსირებ მცდელობას შევქმნა ის ზღაპრული სამყარო, რომელზეც ბავშვობაში ვოცნებობდი“.

იასამნისფერ კოპლებიან ფონზე გამოფენილი გულების ინსტალაცია წარმოადგენს უტა ბექაიას მიერ შექმნილ ზღაპრულ და ემოციურ პარალელურ რეალობას ზრდასრული ადამიანებისთვის.

პროექტი ხორციელდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და “სილქ როუდ ჯგუფის” მხარდაჭერით.

ირინა პოპიაშვილი


Viewing all articles
Browse latest Browse all 425

Trending Articles