Quantcast
Channel: _
Viewing all articles
Browse latest Browse all 425

ნასტასია არაბული თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA), რომელიც დაარსების დღიდან დოდო აბაშიძის 10...

$
0
0


ნასტასია არაბული

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA), რომელიც დაარსების დღიდან დოდო აბაშიძის 10 ნომერში მდებარეობდა, მაისის თვიდან ლოკაციას იცვლის და უზნაძის 51-ში გადადის; შენობა, სადაც გარდა ცენტრისა, მედიცინის მუზეუმი იქნება განთავსებული, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული, როგორც საფერშლო სკოლა, მედიცინის მუზეუმი აქ შედარებით გვიან, 1963 წელს გაიხსნა. ხელოვნებით დაინტერესებული პირებისთვის საინტერესოა როგორც თავად ცენტრის საქმიანობა და პროგრამები, ასევე ყოფილი და მომავალი შენობების ისტორია.

ცენტრი, რომელიც 2009 წელს დაარსდა, მიზნად თანამედროვე ხელოვნების განვითარებას ისახავს როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად კავკასიაში. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც ერთიანდება საგანმანათლებლო, კვლევითი და საგამოფენო პროექტები, ერთმანეთს ხვდებიან ქართველი და უცხოელი არტისტები, საინიციატივო ჯგუფებს აქვთ სივრცე, სადაც შეუძლიათ გამართონ შეხვედრები.

ცენტრის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ ცენტრი მისთვის ერთგვარი სადგურია, სადაც ადამიანები დროებით ჩერდებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ახალ კავშირებს ამყარებენ და რაიმე მიმართულებას ირჩევენ.

“ცენტრს ოთხი ძირითადი მიმართულება აქვს:
პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო სივრცე, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ 10 თვიანი არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის კურსი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროგრამა არ არის აკრედიტებული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სრულიად თავისუფლები მისი შინაარსის და ფორმის განსაზღვრაში. ეს გვაძლევს საშუალებას არ ჩავჯდეთ ჩარჩოებში, არ ვიყოთ ასოცირებული რაიმე სისტემასთან და ვაკეთოთ ის საქმე რაც ჩვენ გვგონია მნიშვნელოვანი საკუთარი შეხედულებისამებრ. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (dvv international) გვეხმარება, რომელიც ყოველ მიღებაზე 10 სტუდენტის სწავლას აფინანსებს.
მეორე მიმართულება საგამოფენო პრაქტიკაა. ჩვენ სისტემატიურად ვაწყობთ გამოფენებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს საგანმანათლებლო პროცესისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, მივხვდით, რომ მოდელი, საგამოფენო და სასწავლო პროგრამების ერთ სივრცეში არსებობა ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ეს ნიშნავს მუდამ აღმოჩენის და სიახლეების რეჟიმში ყოფნას, რაც საბოლოოდ დიდ სინერგიას, ბევრ ლინკებს ქმნის. სტუმრები ეცნობიან ქართველ არტისტებს, ჩვენი სტუდენტები უფრო მეტი პრაქტიკის მქონე ხელოვანებს რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.
საგამოფენო და სასწავლო პროგრამების პარალელურად ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს კვლევითი პროცესები. ვმუშაობთ ჟურნალზე, რომლის 6 ნომერსაც გამოვუშვებთ. ეს არის გასული საუკუნის ქართული ხელოვნების კვლევისა და მისი რეალური ისტორიის დაწერის მცდელობა. ამაზე პროფესიონალები მუშაობენ და ვფიქრობთ შედეგი საინტერესო და ღირებული იქნება. ჩვენი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მეოცე საუკუნე ფაქტობრივად არადამოუკიდებლად, კონკრეტული რეჟიმის პირობებში, იმპერიის შემადგენელი ნაწილის სტატუსით ვიცხოვრეთ, მთლიანად შეუსწავლელი და დასალაგებელია ამ პერიოდის ისტორია. საჭიროა რომ ქართული ხელოვნება აღქმული და გაგებული იყოს არა ცალკე აღებული, არამედ როგორც ნაწილი მსოფლიო პროცესებისა.
ცენტრის კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ არის რეზიდენცია და გაცვლითი პროგრამები, რომელიც როგორც წესი არის ორმხრივი.”


საველე აკადემია

ვატოსთვის საინტერესოა როგორც ზოგადად სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესები და კომუნიკაციები, ასევე ექსპერიმენტული სივრცეების შექმნა და ტრადიციული ინსტიტუციებისთვის ახალი ფორმების ძიება. სწორედ ამ ძიებისას აღმოაჩინა რამდენიმე წლის წინ, რომ სხვა ქვეყნებში არსებობს ორგანიზაციების მიერ სამუშაოდ ფართის ქირის გარეშე მიღების პრაქტიკა, დაიჯერა, რომ მოდელი, რაც სხვაგან წარმატებით მუშაობს, მანაც შეიძლება გამოიყენოს და რეალურად არაფრისგან, დანგრეული, მიტოვებული შენობისგან 6 თვეში თანამედროვე ხელოვნების ცენტრი შექმნა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ასობით გამოფენა, შეხვედრა, საჯარო ლექცია ჩატარდა.


Mini Capsule Side Entrance ateliervanlieshout

აბაშიძის 10 ნომერში გატარებული 3 წლის შემდეგ, როცა დადგა საჭიროება ცენტრი სხვაგან გადასულიყო, გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის “მუზეუმები 21 საუკუნეში, როგორც დროის მანქანა” ფარგლებში შეიმუშავა კონცეფცია მედიცინის მუზეუმისა და ცენტრის ერთ სივრცეში არსებობის შესახებ.

_DSC8126
ფოტო: ნასტასია არაბული

მედეა მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების ცენტრის განთავსება ერთის მხრივ სიცოცხლისუნარიანობას გაზრდის, მეორეს მხრივ ცენტრის სტუდენტებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ უშუალო მონაწილეები გახდნენ მუზეუმის განახლების.


მუზეუმის შენობა. ფოტო: ნასტასია არაბული

“მედეა იყო ის ქალი, რომელიც რეალურად უნდა იცოდეს ყველამ. ეს იყო ქალი, რომელმაც პირველი კონცენტრირებული ხსნარი შექმნა და ის საწამლავად გამოიყენა. ესაა ფაქტობრივად ფარმაციის სათავე. ორფეოსის არგონავტიკიდან ცნობილია 41 მცენარე, რომელსაც მედეა იყენებდა. მუზეუმის გვერდზე ჩვენ გავაშენებთ პატარა ბაღს, სადაც ყველა ამ მცენარეს გავახარებთ.” - ამბობს ვატო წერეთელი.
გარდა ბაღისა, მუზუმში იქნება ძილის კაპსულა, მინი კეთილმოწყობილი სასტუმრო, რომელიც თბილისში ჩამოსულ თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს საშუალებას მიცემს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ღამე მუზეუმში გაათენონ.

კიდევ ერთი სიახლე, რასაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრი სტუდენტებს მომავალი წლიდან შეთავაზებს, სასწავლო პროგრამების გაერთიანებაა. 2015 წლიდან ნაცვლად ახლა არსებული რამდენიმე პროგრამისა, ფუნქციონირებას მხოლოდ მედიაციის პროგრამა გააგრძელებს.

///////// ესაუბრა ნასტასია არაბული


Viewing all articles
Browse latest Browse all 425

Trending Articles