Quantcast
Channel: _
Viewing all articles
Browse latest Browse all 425

შემოდგომაზე დიზაინ კომპანია Droog შპალერის ახალ, უნიკალურ...

$
0
0








შემოდგომაზე დიზაინ კომპანია Droog შპალერის ახალ, უნიკალურ კოლექციას უშვებს, რომელიც რეიკსმუზეუმისა და ჰოლანდიური საეკლესიო ნაგებობების კლასიკური ხელოვნების ნამუშევრებითაა შთაგონებული. კოლექციის დიზაინი Studio Droog -ს და გრაფიკოს დიზაინერებს, ირმა ბომსა და მიკ გერიტზენს ეკუთვნით. ამგვარად, ჰოლანდიის ისტორია მთელი თავისი სიმდიდრით სახლის თუ ოფისის კედლებზე გაცოცხლდება.

ნაყოფიერი გარემო მინიმალიზმისთვის

მინიმალიზმმა არქიტექტურასა და დიზაინში შპალერი არააქტუალურად აქცია. უბრალო და ცარიელი ავეჯისთვის შიშველი კედლები იდეალურ გარემოს ქმნიდა. თუმცა, დროა ახალი ბიძგისთვის და შპალერის აღორძინებისთვის. Studio Droog-ის შპალერი, Pleasure Ground, რომელიც ფრანსუა კოპენის მიერ მეთვრამეტე საუკუნეში შექმნილ გობელენს ეფუძნება, სადა ავეჯთან შეხამებისთვის გაკეთდა. ის აპრილში, მილანში Salone del Mobile-ს ფარგლებში, Rijksstudio m2 -ში, Droog -ის და რეიკსმუზეუმის მოწყობილ პრეზენტაციაზე აჩვენეს. კიდევ ერთი შესანიშნავი ნიმუშის აღმოჩენა შეიძლება ამსტერდამში, სასტუმრო Droog -ის ბიბლიოთეკაში, სადაც კედლები გაფორმებულია ყვავილოვანი ფერწერით, სახელად “ყვავილები”.

Rijksmuseum DNA

Colour DNA -ის მეშვეობით ირმა ბომმა ის იმ ფერთა პალიტრის გამოყენებით შექმნა, რომელიც მან 2013 წელს ხელახლა გახსნილი რეიკსმუზეუმისთვის შეიმუშავა, როგორც სახლის ახალი სტილის ნაწილი. მან ათი წელი მოანდომა ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დეკონსტრუირებას, როგორებიც არიან ვერმეერი და რემბრანდტი. შედეგად ბომმა გამოჰყო მათი ფერების დნმ - ექვსი ფერი, რომლებიც ქმნიან ნახატს. ეს ფერთა სქემები დღეს ხელმისაწვდომია წვრილი და ფართოზოლიანი შპალერის სახით, რომლებიც შეგვიძლია ერთმანეთსაც შევუხამოთ.

ძველი ხელოვანები

ყოველთვის გსურდათ კედელზე ვერმეერის ან რემბრანდტის ნამუშევარი გქონოდათ? მიკ გერიტზენის „ძველი ხელოვანები“ კედელს ცნობილი მხატვრების ხელოვნებით ავსებს. შპალერის ეს დიზაინი ქმნის მშვენიერ თანამედროვე დიაგონალურ ნახატს გარკვეული მანძილიდან.

შპალერის კოლექცია ხელმისაწვდომი ორი სექტემბრიდან იქნება droog.com -ზე და ამსტერდამში, Droog-ის მაღაზიაში, 199 ეუროდ (ერთი რულონი/4.38 კვ.მ.)


Viewing all articles
Browse latest Browse all 425

Trending Articles