Quantcast
Channel: _
Viewing all articles
Browse latest Browse all 425

ლონდონთან დაკავშირებული საუკეთესო გარემოებათა სიას რომ ადგენდეთ,...

$
0
0


ლონდონთან დაკავშირებული საუკეთესო გარემოებათა სიას რომ ადგენდეთ, საეჭვოა, იქ მისი სურნელიც მოხვედრილიყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ექსპერიმენტებს, რომელიც არომატისა და გარემოს აღქმას ეხება და ამის მაგალითია არომატიზირებული სახელმძღვანელო, Smell ork, ნათელი გახდება, რომ გეოგრაფიის და ყნოსვითი აღქმა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

ამ იდეის გამოკვლევის მიზნით, ბრიტანელმა დიზაინერმა, ტომ დიქსონმა, თავისი ბოლო პროექტი, სახელად The Factory, პარიზში მაღალი დონის გამოფენაზე Maison&Objetწარმოადგინა. ეს არის ინსტალაცია, რომელიც გვიჩვენებს ფაბრიკაში აღმოცენებულ სკულპტურულ ობიექტებს, როგორებიცაა, მაგალითად, დედაქალაქისთვის დამახასიათებელი წითელი აგური, ჭინჭრის ფოთლები და კროკუსები, რომ შექმნას სურნელით შთაგონებული ობიექტები, სინათლის ქალაქში ლონდონური შარმის შემოსატანად.

დიზაინის, სურნელის და გეოგრაფიული შესაბამისობის კომბინაცია გვთავაზობს უფრო მრავლისმომცველ მიდგომას სენსორული არტეფაქტების შექმნასა და ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაკავშირებთ მათ კონკრეტულ ადგილებთან.

ნინა ახლოური

(via The Factory | Tom Dixon presents a new collection of scented objects made from authentic London materials)


Viewing all articles
Browse latest Browse all 425

Trending Articles