
Tamuna Tateladze.

Anna Sigua.

Mai Lashauri1

Mai Lashauri1
ვირტუალური გამომცემლობა ვირგამი - წიგნის ხელოვნების ცენტრის მუდმივი პროექტი
ვირგამი ღია შემოქმედებითი სახელოსნოა, რომელშიც ახალგაზრდა წიგნის დიზაინერები და ილუსტრატორები ქმნიან ორიგინალურ ილუსტრირებულ წიგნებს და სთავაზობენ მათ გამომცემლებს, სააგენტოებს და მკითხველებს. ვირგამი უწევს მათ დახმარებას წიგნების შექმნის პროცესში, ეხმარება რესურსებით და წარმოადგენს მათ ინტერესებს გამომცემლობებთან და სააგენტოებთან მოლაპარაკების დროს.
პროექტის ფარგლებში შექმნილი წიგნები გამოიცემა ვირგამის სავაჭრო ნიშნით, მაგრამ საავტორო უფლება ეკუთვნის პროექტის მონაწილეებს და საავტორო ხელშეკრულებები ცალკეულ ავტორებთან ფორმდება.
ჩვენი მიზანია ახალგაზრდა წიგნის ილუსტრატორებისა და დიზაინერების აღზრდა და მათთვის გზის გაკვლევა წიგნის ბაზარზე. ვირგამი ქმნის ხიდს სტუდენტებსა და გამომცემლებს შორის და ეხმარება სტუდენტებს წიგნის დიზაინერისა და ილუსტრატორის პროფესიული კარიერის დაწყებაში. მეორე მხრივ, პროექტი შესაძლებლობას აძლევს გამომცემლებს, გაიცნონ ახალგაზრდა შემოქმედები.
ამავე დროს, ვირგამი საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანია მოიზიდოს ახალგაზრდა მხატვრები და ხელი შეუწყოს მათ შემოქმედებით განვითარებას.
გამოცემები: http://issuu.com/virgam