აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა 1976 წლის ნოემბერში
ვაშინგტონის მეტრო
1966 წლის მარტში ვაშინგტონის ‘National Capital Transit Agency (NCTA)’ -მ გააფორმა კონტრაქტი ‘Harry Weese & Associates’ -თან რათა უზრუნველეყო არქიტექტურული სერვისი, კოლუმბიის შტატში 25 მილი სიგრძის, 25 სადგურიანი სწრაფი სარკინიგზო სისტემის დიზაინის შექმნისთვის. სისტემას ერთ დღეს 98 მილი სიგრძის ხაზები და 86 სადგური დაემატება.
1976 წლის მარტის მიწურულს საზეიმოდ გაიხსნა ამ სისტემის პირველი, 4,6 მილიანი და 5 სადგურიანი მონაკვეთი. აქ ჩვენ ვაქვეყნებთ ახლადგახსნილი მეტროს პირველ სურათებს. Harry Weese -ის ორი უმთავრესი სირთულე ამ სისტემის დაპროექტებისას იყო არსებულ ხელმძღვანელობასთან კომპრომისულად მუშაობა და ძირეული გამოკვლევის ჩატარება თვრამეტი ტრანზიტული სისტემის, უკვე გამოცდილი იდეების და ტექნიკების გამოსაყენებლად. დიზაინის თითოეული ფუნქციური ელემენტი – განათება, გრაფიკები, გამწვანება, ავეჯი, მასალა, ფერები და უამინდობისგან დამცველი საშუალებები – ისე დაპროექტდა, რომ იდეალურად მორგებოდა მთლიანი სისტემის კონფიგურაციას.
ვაშინგტონის ახალი მეტრო (photoPaul Myatt).
არქიტექტურული ელემენტი რომელიც ახასიათებს თითქმის ყველა მეტროს სადგურს არის გაშლილი უთაღო სივრცე, კვადრატებიანი კედლებით. სადგურებში დამონტაჟებული იქნება მხოლოდ ესკალატორები და არავითარი კიბეები. თუმცა დამატებული იქნება სპეციალური ლიფტები უნარშეზღუდული ადამიანებისთვის და საგანგებო სიტუაციებისთვის. სადგურში არ იქნებიან გამყიდველები, აქ არ იქნება არავითარი კუთხეები და ბზარები. ტრანზიტული სადგური უნდა გავდეს ტრანზიტულ სადგურს და არაფერ სხვას.
ვაშინგტონის მეტროს ერთერთი სადგური (photoPaul Myatt).
უსაბრთხოებისთვის, ანტრესოლის ცენტრში განთავსდება სადგურის მონიტორი რომელსაც ექნება მთელი სადგურის იდეალურად კონტროლის საშუალება. სადგურის კვადრატული კედლები ხელით მიუწვდომელ სიმაღლეზეა განთავსებული, გრაფიტის მხატვრებისგან და ვანდალებისგან დაცულ სივრცეში. განათების სისტემა უმეტეს წილად არაპირდაპირია.
ვაშინგტონის მეტროს ერთერთი სადგური (photo Phil Portlock). Domus 564 / November 1976
domus 26 Jan 2013
მოამზადა ////არჩილ ცენტერაძემ