Quantcast
Channel: _
Viewing all articles
Browse latest Browse all 425

კაფე ჭონქაძის და გერგეთის ქუჩის გადაკვეთაზე Mosulishvili retail...

$
0
0


















კაფე ჭონქაძის და გერგეთის ქუჩის გადაკვეთაზე

Mosulishvili retail construction LTD
არქიტექტორი: გ.მოსულიშვილი
არქიტექტორი: ა.თავართქილაძე
კონსტრუქტორი: მ.საველიძე

წინასაპროექტო არქიტექტურული კვლევა

საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს გაუნაშენებელ მიწის ნაკვეთს, რომელიც მოფარგლულია ჭონქაძის ქუჩისა და გერგეთის შესახვევის ვიწრო ტროტუარებით. ზურგიდან მას #10 სახლის ეზოს აგურის მაღალი გალავნი საზღვრავს. ეს ადგილი არასოდეს არ ყოფილა განაშენებული.
ფეხმავალთა სავალი ნაწილით მოსაზრვრული გაუნაშენებელი ტერიტორია ერთგვარ ბუნებრივ სივრცით პაუზას ქმნის შიდა კვარტალურ გარემოში; თუმცა, იმის გამო, რომ სრულიად მოუწესრიგებელია, მას ურბანული კონტექსტი არ გააჩნია.

საპოექტო ნაკვეთის მიმდებარე შენობების (ჭონქაძის ქ. #10), ისევე როგორც ჭონქაძისა და გერგეთის ქუჩებს შორის მოქცეული კვარტლის სივრცითი ორგანიზების სპეციფიკას მთაწმინდის ფერდის ბუნებრივი, რთული რელიეფი განსაზღვრავს. ლანდშაფტი აქ სახლებისა და მათი მიმდებარე ეზოების განუყოფელი ნაწილია.

სახლი #10 ყურადღებას იქცევს სივრცით-გეგმარებითი თვალსაზრისით. მისი ეზოს ფასადი ჭონქაძის ქუჩაზე გადის, ხოლო მთავარი ფასადი გერგეთის ქუჩის განაშენიანებას ქმნის. სახლი ჭონქაძის ქუჩის სიღრმეშია შეწეული და მის ეზოს ქუჩიდან მაალი აგურის კედელი საზღვრვს. ეზოს ფასადი გვიანდელი მიშენებებისა და გადაკეთებების შედეგად სახედაკარგულია. აღსანიშნავია, რომ საკვლევ მიკროუბანს, რიგი ცვლილებების მიუხედავად, შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი გეგმარებითი სტრუქტურა და მხატვრულ-არქიტექტურული მახასიათებლები.

ხელოვნებათმცოდნე
მარინა ხატიაშვილი


Viewing all articles
Browse latest Browse all 425

Trending Articles