Quantcast
Channel: _
Viewing all articles
Browse latest Browse all 425

თბილისი 20150511 კომპანია INDEX -ის ახალი პროექტი „INDEX DESIGN IDEA“! პროექტი ემსხურება...

$
0
0

თბილისი 20150511

კომპანია INDEX -ის ახალი პროექტი „INDEX DESIGN IDEA“!

პროექტი ემსხურება საქართველოში მოღვაწე დიზაინერების, მათი პროექტებისა და იდეების წარდგენას და მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე!

მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები საშუალებას გვაძლევს წარვუდგინოთ ნამუშევრები იტალიის და ესპანეთის წამყვან მწარმოებლებს. მათი მოწონების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება პროექტის წარმოებაში ჩაშვება, რაც ავტორს მოუტანს როგორც საერთაშორისო აღიარებას, ასევე გრძელვადიან ფინანსურ შემოსავალს.

ამ ეტაპზე განხილვაშია შემდეგ პროექტები:
ავეჯის - სკამების, მაგიდების, კარადების, რბილი ავეჯის და სხვ. დიზაინი;
სანათების დიზაინი;
მოსაპირკეთებელი მასალის - კერამო-გრანიტის დიზაინი.

INDEX ოფიციალურად იზრუნებს წარმდგენის საავტორო უფლებების დაცვაზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
დამატებით ყურადღება ეთმობა სტუდენტების - დამწყები დიზაინერების მხარდაჭერას და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას. კომპანია ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სასწავლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა სამხატვრო აკადემია, დიზაინერთა კავშირი და სხვა. თუ აღნიშნული წინადადება გამოიწვევს თქვენს ინტერესს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისთვის.
INDEX GROUP: დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ, რომლებიც უკვე მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობენ ევროპის ბაზარზე. კომპანიის პორტფოლიოში შედის 300 -ზე მეტი სასტუმროს, რესტორნის, საოფისე, ბიზნეს და სავაჭრო ობიექტების, საცხოვრებელი ბინებისა თუ რეზიდენციების სრული და ნაწილობრივი კომპლექტაცია.

INDEX SHOWROOM - ში (მის.: ვაკე, ი. აბაშიძის 73, მე-2 სართული) წარმოდგენილია ევროპის 350-ზე მეტი ფაბრიკისა და ბრენდის პროდუქცია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი ობიექტის კეთილმოწყობისთვის საჭირო პროდუქციის სრული სპექტრი, დაწყებული მოსაპირკეთებელი მასალიდან, ავეჯით, სანათი მოწყობილობებითა და ტექსტილით დამთავრებული და მიიღოთ უცხოელი ექსპერტების უფასო კონსულტაცია ზოგადად დიზაინთან ან მასალების შერჩევასთან დაკავშირებით..

კომპანია INDEX-ის პრესასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი: ლილი არდაზიშვილი
http://www.facebook.com/index.com.ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 425

Trending Articles