Quantcast
Channel: _
Viewing all articles
Browse latest Browse all 425

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის...

$
0
0


ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ენგურჰესი

ენგურზე ჰესის მშენებლობის დაწყებას საფუძვლად ნიკო ნიკოლაძის სურვილი და იდეა უდევს, რომელზეც მსჯელობა წლების განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ნახევარსაუკუნოვანი ფიქრის შემდეგ ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, ტერიტორიის კველვისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა. თაღოვანი კაშხლის კონსტრუირება საკმაოდ რთულ საინჟინრო კვლევით ამოცანას წარმოადგენდა. საპროექტო დამუშავების დროს ხდებოდა თაღოვანი კაშხლის კონსტრუქციის თანადათანობითი ფორმირება და ოპტიმიზაცია. საბოლოო სახით მიღებული იქნა ოპტიმალური ფორმის 3 ცენტრიანი თაღოვანი კაშხალი, რამაც კაშხლის კონსტრუქციის საიმედობა და სიმტკიცე გაზრდა. ასეთი გადაწყვეტა სრულიად ახალი სიტყვა იყო მსოფლიო კაშხალთმშენებლობის პრაქტიკაში და ეს საკითხი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. შთამბეჭდავია ენგურჰესის საპროექტო ენერგეტიკული პარამეტრებიც, ობიექტმა ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდიდან (1977 წლიდან) დღემდე 110 მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.

საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკომისია, შვეიცარიის მთავრობა) თანადგომით 2004-2007 წლებში კაშხლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომლის ფარგლებში მოხდა კაშხლის ტანში არსებული გალერეების რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა ახალი თანამედროვე სატუმბო დანადგარები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურბინა-გენერატორებსა და სხვა ელექტრო მოწყობილობებს. თაღოვან კაშხლზე დამონტაჟდა მონიტორინგის სრულიად ახალი თანამედროვე ტიპის სისტემა. ამდენად, დღეისათვის კაშხლის კონტროლი წარმოებს უახლესი ტიპის სხვადასვხვა სახის და დანიშნულების საკონტროლო-გამზომი აპარატურით. საერთაშორისო ექსპერტების საერთო შეფასებით ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი შეყვანილია საუკეთესოდ აღჭურვილ კაშხალთა რიგში.

culture.gov.ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 425

Trending Articles