



პროექტი-„THONET-ის ისტორიები: დისტრიბუციის კვალდაკვალ - Thonet Nr. 14-ის ანუ ვენური სკამის დეკონსტრუქცია.“ საქართველოსა და ავსტრიის წარსულ და თანამედროვე კულტურულ კავშირებს ეძღვნება. გრეხილი ხისგან დამზადებული სკამი: Nr. 14 რომელიც ავსტრიული დიზაინის „ხატად“ ითვლება და მე-19 საუკუნის დასასრულს თანამედროვეობის სიმბოლოს წარმოადგენდა, რევოლუციამდელ თბილისში არსებულ გრეხილი ავეჯის ქარხანაშიც მზადდებოდა. დღეს-დღეისობით იგი თბილისის კაფეებს ამშვენებს, ასევე ბინებსა თუ ეზოებში კალათბურთის კალათის სახითაც გხვდება…
პროექტი, 2014 წელს, სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ავსტრიელი დიზაინერის ჯეიმს სქოუნის ვორკშოფით დაიწყო. 2015 წლის შემოდგომაზე სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლის 12 სტუდენტი, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ავსტრიელ სტუდენტებთან ერთად ტონეტის ისტორიას გაეცნენ, აწარმოეს კვლევები, შეხვდნენ Thonet-ის დიზაინერებს, მის შთამომავლებს (ევა-მარია თონეტ-შმერცინგს), ავეჯის კოლექციონერებს, მოინახულეს მუზეუმები და პრაქტიკული სამუშაოებიც ჩაატარეს.
21-30 ოქტომბერი // სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ერთწლიანი ქართულ-ავსტრიული, ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებების პროგრამა:
21-22/24-25 ოქტომბერი, მიკი (მიხაელა) მარტინეკის სემინარი - “Every day life” - როგორ შეიძლება მდგრადი დიზაინის ცვალებადობის შექმნა დიზაინში/ტექნოპარკი.
22-24 ოქრომბერი PRINZpod-ის სემინარი: „ყველაზე მარტივი ავეჯი“.
24 ოქტომბერი, 18:00 - ღია ვახშამი-პრეზენტაცია, ავსტრიელი დიზაინერების ბრიგიტე და ვოლფგანგ პოდგორშეკების სემინარიზე შექმნილი ნამუშევრების განხილვა.
25 ოქტომბერი, 17:00 - მიკი მარტინეკის პრეზენტაცია.
26- გარიყულა/გუგა კოტეტიშვილი/სემინარი.
27- ავსტრიულ-ქართული ჯგუფის ერთობლივი სემინარი
29 ოქტომბერი, 14:00 - მდინარე მტკვარზე ავსტრიელი სტუდენტები ტონეტის ავეჯით შექმნილი ნავით გაცურავენ.
prinz-pod.at/
mikimartinek.com/de/