ავეჯის დიზაინს საქართველოში ტრადიციული საფუძვლები აქვს, თუმცა ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების დაკავშირება დიზაინში იშვიათად ხდება. ასევე არ არსებობს დიზაინერებისთვის სპეციალური პროგრამები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება საქართველოში მომუშავე სპეციალისტების, ახალი მიმდინარეობებისა და თანამედროვე ავეჯის დიზაინის მიმართულებების გაცნობა.

სკამები
ფინელი დიზაინერების რუდი მერცისადა პიტერ შმიდის ვორქშოპი
გალერეა “ნექტარის” ინიციატივით ჩატარდა ფინელი დიზაინერების რუდი მერცისა და პიტერ შმიდის ვორქშოპი ხის დამუშავებასა და დიზაინიში. ღია კონკურსის შედეგად შეიკრიბა სხვადასხვა გამოცდილებისა და თაობის ვიზუალური არტისტების, არქიტექტორებისა და დიზაინერების ჯგუფი. სასწავლო კურსის პირველი ეტაპი, რომელიც ხის მასალის მოძიებასა და დამუშავებას ითვალისწინებდა 2015 წლის ოქტომბერში გაიმართა. მაშინვე ჩამოყალიბდა კურსის თემა და შედეგების საბოლოო გამოფენის კონცეფცია. ვინაიდან მოძიებულ მასალას გამოშრობა ჭირდებოდა, პროგრამის მეორე ნაწილი 2016 წლის მაისსა და ივნისში განხორციელდა. ამ ეტაპზე თვითოეულმა მონაწილემ საკუთარი სკამის ესკიზი შექმნა. ესკიზები მოგვიანებით რუდი მერცისა და პიტერ შმიდის მიერ დამუშავდა. პროექტისათვის შეძენილი მარტივი დანადგარებით გალერეაში მოეწყო იმპროვიზებული ხის სახელოსნო სადაც 5 კვირის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა ათი სკამის პროტოტიპი დაამზადეს.
რუდი მერცი შვეიცარიელი დიზაინერია, რომელიც ფინეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ირიო კუკაპუროსთან (Yrjö Kukkapuro), რომელმაც ალტოსა (Alvar Aalto) და ტაპიოვარასთან (Ilmari Tapiovaara) ერთად ფინური დიზაინის ინოვაციური მიმდინარეობა შექმნა.
პიტერ შმიდი წარმოშობით შვეიცარიელი ფინელი დიზაინერია, რომელმაც 80-იანი წლებიდან ხის დიზაინის სასწავლო პროგრამა შეიტანა ფინეთის უმაღლეს სასწავლებლებში. დღესდღეობით ის გერმანიაში მუშაობს.
პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის” ფარგლებში. პროექტის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მხარდამჭერები არიან ასევე:
ჰელსინკის ინტერნაციონალური ხელოვანთა პროგრამა (HIAP),
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი (CCA),
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ნინო სეხნიაშვილი

ნინუცა შატბერაშვილი

მურთაზ ბერაია

ლადო ლომიტაშვილი

გიორგი ცაგარელი

სანდრო სულაბერიძე

ია ქუთათელაძე

შოთიკო აფციაური/გიორგი ვარდიაშვილი

დავით გიორგაძე

გიორგი მარგიშვილი
ფოტო სანდრო სულაბერიძე