ღვინის საპრეზენტაციო ავეჯის კოლექცია
კონკურსში გამარჯვებული ავტორების პროექტები

პირველი ადგილი: ელისაბედ ზაუტაშვილი, ნატო ბაგრატიონი Studio+-

მეორე ადგილი: მურთაზ ბერაია Wood Design
დიზაინ პროექტების კონკურსი ჩატარდა ქართული ავეჯის კლასტერის “ხელოსანთა ქალაქი” ორგანიზებით და მიზნად ისახავდა ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და დაკავშირებას წარმოების პროცესთან. პროექტი “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში”, “ხელოსანთა ქალაქთან” ერთად, გამარჯვებული დიზაინ პროექტების მიხედვით პროტოტიპების შექმნის საქმეში მხარდაჭერას გაუწევს ავეჯის იმ დაინტერესებულ მწარმოებლებს, რომლებიც თანამშრომლობის საუკეთესო პირობებს შესთავაზებენ დიზაინერებს. პროექტის მიერ მოხდება გამარჯვებული დიზაინის ავტორების მიერ შექმნილი ნამუშევრების პოპულარიზაცია.
“ხელოსანთა ქალაქი” ავეჯის ინდუსტრიაში მომუშავე საწარმოების გეოგრაფიულ აგლომერაციას ე.წ. კლასტერს წარმოადგენს, რომელიც თბილისის კონიაკის დასახლებაში მდებარეობს. “ხელოსანთა ქალაქი” ამჟამად 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული და 170 მცირე და საშუალო ავეჯის დარგში მომუშავე კომპანიას იტევს, სადაც 1200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.