






“მშვიდობის მონუმენტი” გუდაურში -
გადმოსახედის რეაბილიტაციის პროექტი
დამკვეთი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა
საერთო ფართი: 7745 კვ.მ
შენობის ფართი: 445 კვ.მ
ავტორები:
IDAAF ARCHITECTS
| Saxon Management Services
წელი: 2017
მონუმენტი 1983 წელს, საბჭოთა კავშირის საქართველოში აშენდა. ის საქართველო-რუსეთის მეგობრობის 200 წლისთავს მიეძღვნა. ნაგებობა საბჭოური მოდერნიზმის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია და თავისი ფორმების, ზომისა და ფერადი მოზაიკის გამო დღემდე მუდმივ ყურადღების ცენტრშია.
მონუმენტი 1217 ფილისგან შედგება, ზომებით 60x70 სმ, რომელზეც ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა ნოდარ მალაზონიამ იმუშავა. პროექტი გამოჩენილ ქართველ არქიტექტორ გიორგი (გოგი) ჩახავს ეკუთვნის. ამჟამად, გარკვეული რაოდენობა ფილებისა დაკარგულია, ისინი რეაბილიტაციის შემდეგ იდენტური ტექნიკით დამზადებული მოზაიკური ფილებით აღდგება.
მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპროექტდა შენობა და მოდერნიზებული რეკრეაციული ზონა. შენობაში განთავსებულია კაფე სამზარეულოთი, სუვენირების მაღაზია/ინფო ცენტრი, საზოგადოებრივი საპირფარეშო, დამხმარე სათავსები და საკონფერენციო/საგამოფენო დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება წელიწადის ნებისმიერ დროს ღონისძიებებისა და გამოფენების დაგეგმვა.
პირველად გამოქვეყნდა idaaf.com -ზე